როგორ გავხადოთ საიტი უფრო საინტერესო?

როგორ გავხადოთ საიტი უფრო საინტერესო?
22 დეკემბერი 2022     1114

როგორ გავხადოთ საიტი უფრო საინტერესო?

ზოგ შემთხვევაში ორგანიზაციებს აქვთ გათვალისწინებული ყველა ზედაპირული ფაქტორი რომელიც რელევანტურია ვებ დიზაინთან და საიტების დამზადებასთან მიმართებაში, თუმცა მაინც ვერ ახერხებენ საკუთარი მიზნების მიღწევას. ეს ბლოგიც სწორედ მათთვისაა.

პირველ რიგში, ჯობს ავღნიშნოთ რომ თუ თვლით რომ ყველა მსგავსი ფაქტორი გამართულია მაინც ჯობს გადახედოთ მათ: დიზაინს, ფუნქციონალს, ხელმისაწვდომობას, core web vitals, SEO-ს, გამოყენებადობას, ნავიგაციას და ა.შ. ამ ყველას საკუთარი სპეციფიკა აქვს და შესაძლოა სადმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვით.

მაგრამ, თუ ამაში არაა საქმე შეგვიძლია სხვადასხვა ვარიანტები განვიხილოთ, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საიტისთვის დამატებითი უპირატესობების გამომუშავებაში.

ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები არის ნეგატიური ტიპის კრიტერიუმები, ანუ ისინი განსაზღვრავენ პრაქტიკულად აუცილებელ კომპონენტებს რომლებიც საიტს გამართულად უნდა უმუშავებდეს. ჩვენ შემოგთავაზებთ პოზიტიურ ელემენტებს, ანუ დამატებით არასაჭირო ხელსაწყოებს და იდეებს, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება.


დეკორაცია


კონტენტი

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორიაა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ყოველთვის შეგიძლიათ მასში ცვლილებები შეიტანოთ. ნებისმიერ დროს გაქვს საშუალება დადოთ ახალი ბლოგ პოსტი ან შეცვალოთ რომელიმე გვერდის აღწერა. დამატებით, კონტენტი ყველაზე პირდაპირი ინფორმაციის წყაროა. დიზაინი ირიბად გადმოსცემს სხვადასხვა ტიპის აზრს, თუმცა კონტენტით პირდაპირ შეგიძლიათ გამოხატოთ სათქმელი.

ორი ძირითადი რჩევა აქ იქნება შემდეგი: გახადეთ პოსტების სახელები უფრო შესაბამისი. თუ ვრცელ თემას მოიცავს დააინტერესეთ მომხმარებელი მთავარი აზრით. თუ კონკრეტულს მაშინ ზუსტად აღწერეთ რა პრობლემას წყვეტს იგი.

რაც შეეხება მეორეს, გადახედეთ წერის სტილს ან flow-ს. გრამატიკული წესების ცოდნა ერთია, აზრის მიყოლა და არგუმენტირება კი საერთოდ სხვა. ზოგ ადამიანს შეუძლია არაფერზე დამაინტრიგებლად წეროს, გადახედეთ ასეთი ადამიანების წერის სტრუქტურას, მათ გამორჩეულ მიდგომებს და შეეცადოთ მიბაძოთ. არავინ ელის შექსპირს ბლოგ პოსტის მწერლად, ამიტომ პატარ-პატარა ცვლილებებიც საყურადღებოა.

შეამოკლეთ აბზაცები, აზრი დაამთავრეთ, ზედმეტად ფორმალური ნუ იქნებით (თუ ორგანიზაციის ხასიათი ამას არ მოითხოვს), ერიდეთ კლიშეებს, გახსოვდეთ ვისთვის წერთ და მართლა არაფერზე ნუ დაწერთ ბლოგს. კარგი ჩვევა იქნება თუ 1-2 საინტერესო რამეს მაინც ეტყვით მომხმარებელს, ისეთს რომელიც ბევრისთვის ნაცნობი არაა.


მიკროფონი



ტონი

ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად თანმიმდევრულია თქვენი კონტენტის თუ დიზაინის ტონი. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები და შემთხვევები სადაც ტონის დარღვევა პირიქით საინტერესო ან სასაცილო კონტრასტს ქმნის, რაც არაა ურიგო იდეა. თუმცა, როგორც წესი, ჯობს მომხმარებელი ხვდებოდეს როგორ გსურთ თავის წარმოჩენა.

ერთი რჩევა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას ეხება, არის სწორედ ტონის შესახებ: ყოველთვის ერიდეთ სასოწარკვეთილ, ზედმეტად მომთხოვნ ტონს. ზოგი კომპანია უბრალოდ ცდილობს ფული იშოვოს და ყველანაირად ატყობინებს მომხმარებელს რომ ესაა მათი მიზანი.

ბუნებრივია, რომ ეს და მსგავსი მიდგომები საკმაოდ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. სხვაგვარი ტონის შექმნაში დაგეხმარებათ ორგანიზაციულ ღირებულებებზე საუბარი - პირველ რიგში მათი ქონა - წინააღმდეგ შემთხვაში ეს ყველაფერიც ძალიან ყალბად გამოჩნდება. ამისთვის ან ბლოგ პოსტები ან სიახლეები ან თუნდაც სოც მედიის პოსტები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ღირებულებებზე საუბარი არ ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით მათ ჩამოთვლას. ადამიანებს უკეთ ამახსოვრდებათ თქვენი ღირებულებები თუ ხაზს გაუსვამთ ქმედებებს რომლებიც მათ ასახავენ.



იმეილები



კავშირი აუდიტორიასთან

ხალხს მოსწონს როცა მას უბრალოდ მორიგ მყიდველებათ არ აღიქვავენ. თუ გსურთ რომ ბიზნესი წარმატებული იყოს (და არა, ვთქვათ, უბრალოდ მომგებიანი) ის უნდა ორიენტირებული იყოს მომხმარებლების ინტერესებზე. ამჯერად, ჩვენი ბლოგი კონკრეტულად ამაზე არაა - ეს უფრო თქვენი ორგანიზაციის საქმიანობიდანვე უნდა იყოს კონტექსტუალურად განხილული.

თუმცა, პერიოდული შეხსენებები, მადლობის გადახდა, სახელების დამახსოვრება, ბლოგში მათი ხსენება (რასაკვირველია როდესაც მათთან დაკავშირებული ისტორია რელევანტურია; მოერიდეთ სახელებს, მითუმეტეს გვარებს), საერთო პროექტებზე საუბარი, სპეციალური აქციების შეთავაზება, ა.შ. მარტივი გზებია თქვენ სამიზნო აუდიტორიასთან დასაახლოვებლად.

დაფიქრდით, იმავე ტიპის კომპანიით რომ იყოთ დაინტერესებული რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო სიახლე, აქცია თუ ბლოგ პოსტის თემა. რა ნაკლები აქვთ ამ ტიპის ორგანიზაციებს? რითი გამოირჩევიან მოწინავე კომპანიები საქართველოში თუ უცხოეთში? მსგავსი კითხვები დაგეხმარებათ მომხმარებლებთან დაახლოებისთვის დამატებითი საშუალებების მოძებნაში.

იკა

იკა