Core web vitals
07 აპრილი 2022     1898

Core web vitals

ჩვენ წინა ბლოგში უკვე შევეხეთ FID-ს, CLS-ს და LCP-ს. გვსურს ორიოდე სიტყვა გითხრათ მათ მიმართებაზე Core web vitals-თან.

Fastcomet-ის მიხედვით "core web vitals”, რომ დასერჩოთ მიხვდებით რომ ტერმინი 2021 წლის გაზაფხულამდე არ იყო გამოყენებული. ინტერესი უცებ გაღვივდა და ხალხი ისევ ეძებს საინტერესო ინფორმაციას core web vital-ზე. მიზაზი კი ისაა - რომ მაისში Google-მა გამოაცხადა რომ მას მნიშვნელოვანი ეფექტი ექნებოდა თქვენი საიტის ონლაინ სერჩების რანჟირებაში.

როცა Google-მა პირველად დაიწყო ცვლილებებზე საუბარი, იქვე ახსენეს რომ ეს ცვლილებები შემდეგ წლამდე არ დაფიქსირდებოდა. მათ პირობა მოგცეს რომ ექვსი თვით ადრე გაგვაფრთხილებდნენ და შეინახეს კიდევაც ეს პირობა 2020 წლის ნოემბერს.

Google-ის CWV გვთავაზობს ზუსტად გაწერილ გაიდლაინებს რომ გავაუმჯობესოთ მომხმარებლების ონლაინ გამოცდილება. CWV სტანდარტირებული მეტრიკებია Google-ისგან იმისთვის რომ დეველოპერებს უკეთ გააგებინონ როგორ ხმარობენ მომხმარებლები ვებ გვერდს.


Core web vitals


იმის მიუხედავად რომ CVW დეველოპერებისთვისაა შექმნილი ეს ხელსაწყოები არანაკლებ გამოსადეგია გვერდების მფლობელებისათვის იმის გათვალისწინებით რომ CVW მომხმარებლის გამოცდილების დაყოფას ახერხებს.

2020 წლის ნოემბერში Google-მა გამოაქვეყნა თვითერზე რომ გვერდის გამოცდილების რანჟირების სისტემა 2021-წლის მაისიდან დაიწყებოდა.

CWV აღწერს მომხმარებლის გამოცდილებას (UX) მისი რამდენიმე ასპექტით: გვერდის ჩატვირთის სტაბილურობა,
ინტერაქციის სიმარტივე, ვიზუალური სტაბილორობა - ეს ყველაფერი მომხმარებლის პერსპექტივიდან.

ყველა ეს მეტრიკი გვთავაზობს სხვადასხვა ტიპის ინსაითებს თუ როგორ მიდის მომხმარებლის გამოცდილება. რა თქმა უნდა დეველოპერებმა მომხმარებლის გამოცდილებაზე ჰოლისტიკური გადმოსახედიდან უნდა იფიქრონ.


Input delay


და მაინც, ეს მეტრიკები გვთავაზობენ საშუალებებს რომ შევამჩნიოთ და გამოვასწოროთ ვებ გვერდის სხვადასხვა პრობლემები.

გაითვალისწინეთ, რომ ეს მეტრიკები ამომწურავ ინფორმაციას არ გვაწვდიან ამ თემაზე. თუმცა თითოეული მეტრიკი შეგვიძლია სხვას მიუსადაგოდ იმისთვის რომ Troubleshooting უფრო ეფექტური და მეთოდური გახდეს.

CWV ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი მეტრიკებია:


CLS, LCP, FID


FID - First Input Delay, გვატყობინებს თუ რა სისწრაფით ახერხებს ვებსაიტი მომხმარებლის შეყვანილ ინფორმაციაზე რეაგირებას. ამ მხრივ სერვერულ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, რამდენად ახლოსაა სერვერი ან რამდენად კარგი ხარისხისაა, აქვს downtime-ის პრობლემა თუ არა (იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა უკვე შეძლო ვებსაიტზე შესვლა).

LCP - Largest Contentful Paint, ზომავს თუ რამდენ ხანში თვლის მომხმარებელი ვებ-გვერდს ჩატვირთულს. ეს განპირობებულია იმით თუ რამდენი ძირითადი კომპონენტია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ამა თუ იმ მომენტში. LCP ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ვებსაიტის ფუნქციონალურ ნაწილთან მიმართებაში. თუ თქვენი ვებსაიტის LCP მაჩვენებელი ზედმეტად დაბალია მაშინ დიდი შანსია სერიოზულ პრობლემებს წააწყდეთ მომხმარებლის შენარჩუნებასთან მიმართებაში. კარგ მაჩვენებლად ითვლება 2.5 წამი ან ნაკლები.

CLS - Cumulative Layout Shift, ზომავს იმას თუ რამდენი ელემენტი (სურათი, ვიდეო, ტექსტი) იცვლება მას შემდეგ რაც ვებ-გვერდი ჩატვირთულია. ზედმეტად ბევრი ცვლილება იწვევს გაღიზიანებას და დაბნეულობას მომხმარებლის მხრიდან. ამ კუთხით რაც უფრო მარტივად და ორგანიზირებულად იქნება წარდგენილი ვებსაიტი მით უკეთესი.

იკა

იკა