blog

იდეები ბლოგებისთვის: ინსპირაციის წყაროები

საკმაოდ ხშირად ვაწყდებით კითხვებს ბლოგების იდეებთან დაკავშირებით. ბევრ ორგანიზაციას უჭირს საკუთარ აუდიტორიასთან საუბარი. უჭირს გაარკვიოს რაზე ღირს საუბარი, რა იქნება აუდიტორიისთვის დამაინტერესებელი, ან რაზე შეუძლიათ მოიძიონ საკმარისი სანდო ინფორმაცია ცოტა დროში.

დროის ნაკლებობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ SEO მაჩვენებლებზე ორიენტირებულები ხართ, მაშინ აქტიურობა საკმაოდ მნიშნელოვანი ხდება თქვენთვის.

აქტიურობა კი თავისთავად ითვალისწინებს იმას, რომ გარკვეული არეალი მაინც უნდა გქონდეთ, რომელიც მეტნაკლებად გამოკვლეული გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხიდან საკითხზე გადასვლა დამღლელი და დროის გამფლანგავი იქნება.


საფუძვლიანი მიდგომები

სანამ უშუალოდ ისეთ რჩევებზე გადავალთ, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური შედეგი, უნდა ავღნიშნოთ, რომ სწორედ ეს ფუნდამენტალური, სიღრმისეული მიდგომებია რაც გაგიადვილებთ წერას. არამარტო წერას - იდეების მოფიქრებაც უფრო მარტივი ხდება როდესაც საქმეს უკეთ იკვლევთ.



645bd0310f6c9.jpeg



შესაბამისად, პირველი და უმთავრესი რჩევა კითხვაა. რასაკვირველია უმჯობესია რეპუტაციული ტექსტები წაიკითხოთ, რომელიც ეხება ინდუსტრიის სპეციფიკას, ან თუნდაც ისეთ ზოგად საკითხებს როგორიც ეთიკაა.

თუმცა, სხვა მეტად გამოცდილი საიტების ბლოგების კითხვა იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ ის პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება მათი წერის მეთოდები არაა ურიგო. რა თქმა უნდა შეგიძლიათ კონკრეტული ფაქტების სწავლაზეც გაამახვილოთ ყურადღება. ეს ნაკლებად ეფექტურია.

მთავარია არაა ის, რომ თქვენ რამდენიმე ფაქტის ან იდეის დაზეპირება ან ხელახლა არტიკულაცია მოახერხოთ. მთავარია გქონდეთ რაიმე სათქმელი და გარკვეული წერის სტილი, რომელიც მეტნაკლებად სასიამოვნო მაინც იქნება მკითხველისთვის. დანარჩენები მხოლოდ ამის შემდეგ.


ინდუსტრიის სპეციფიკა

როგორც საიტისთვისაა მნიშვნელოვანი ისეთი ელემენტების დართვა, რომლებიც გამოყოფს მას სხვებისგან, როგორც ბიზნესისთვისაა მნიშვნელოვანი ისეთი უპირატესობების შეთავაზება მომხმარებლებისთვის, რომლებიც სხვა ორგანიზაციებს არ აქვთ, ანალოგიურად კონტენტის მხრივ მნიშნელოვანია მომხმარებლებს უთხრათ ისეთი რამეები რაც ღირებულია და რაც სხვებისგან შედარებით გამოგარჩევთ.



645bd0485faed.jpeg


ზოგადად, შედარებით სანდო პუბლიკაციებიდან შეგიძლიათ დაიწყოთ კითხვა კონკრეტულ ინდუსტრიაზე (მაგ: კემრიჯი, ოქსფორდი, ჰარვარდი, ა.შ.). ზოგადი წარმოდგენის ჩამოყალიბების შემდეგ, შეძლებთ უკეთ გაარკვიოთ როგორი კონკრეტული მიმართულება მისცეთ თქვენს ცოდნას.

ამის მიღმა, შეგიძლიათ დაეყრდნოთ სხვადასხვა შედარებით მცირე ზომის ტექსტებს, მათი ძირითადი იდეების გადმოღებით და დამატებითი ანალიზით, ან უფრო მარტივ და სასიამოვნო ენაზე გადმოტანით.


რელევანტურობა

ტრენდულ და დროებით პოპულარულ თემებზე წერა მარტივი გზაა, რომ (1) დააფიქსიროთ და გამოხატოთ საკუთარი პოზიცია სხვებთან მიმართებაში, (2) ახალ-ახალი ვიზიტორები მარტივად მიიზიდოთ.

რელევანტურობი ბლოგ პოსტების განთავსების კიდევ ერთი შესაძლო საშუალება არის მომხმარებლებთან კომუნიკაციის სხვადასხვა გზის დამყარება. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ პრობლემები, რომლებიც ხშირად ექმნებათ; კითხვები, რომლებიც ხშირად ისმის; თანამშრომლების გამოცდილებები ამ სფეროში, ან მათ მიერ დამახსოვრებული საუბრები, კომენტარები, ა.შ.

თანამშრომლების გამოცდილებები შეგიძლიათ ქეის განხილვების სტილში გაარჩიოთ. კერძოდ ძალიან კონკრეტულად გაარჩიოთ გარკვეული პროექტები, ისევე როგორც ის ცვლადები, რომლებიც თქვენი ჰიპოტეზის დასამტკიცებლად გჭირდებათ.



645bd05982d94.jpeg


ასევე, შეგიძლიათ დააკვირდეთ იმ პოსტებსაც, რომლებიც უკვე დადეთ და რომლებსაც მეტი გამოხმაურება მოყვა. თუ თქვენ ჯერ ბევრი პოსტი არ დაგიდიათ ან გამოხმაურება არ მოყოლია, გადახედეთ კონკურენტების პოსტებს.


საკუთარი იდეების გამოყენება

თუ რამდენიმე ბლოგი მაინც დაგიპოსტავთ, შეგიძლიათ სხვადასხვა კონკრეტული საკითხები ამოარჩიოთ იმ კონკრეტული პასაჟებიდან, რომლებიც დაურთეთ ამა თუ იმ ბლოგს. ან თუნდაც ერთი ორი ცნება ან ტერმინი აიღოთ და დეტალურად განავრცოთ.

ასევე ყურადღება მიაქციეთ ლინკებს. შეგიძლიათ თქვენი ძველი პოსტები ახალთან დააკავშიროთ წერის დროს. გადაამისამართოთ მომხმარებლები წინა პოსტზე და შესაბამისად, ნავიგაციური ჯაჭვი აღარ ჩაკეტოთ.


სიახლეების წყაროები

და ბოლოს, შეგიძლიათ რამდენიმე მაღალი ხარისხის ჟურნალი, ან ბლოგი გამოიწეროთ, რომლებიც საუბრობენ სიახლეებზე ამა თუ იმ ინდუსტრიაში, კონკრეტულ სფეროში. ეს დაგეხმარებათ ერთი ნაბიჯით წინ იყოთ კონკურენტებთან შედარებით. რასაკვირველია ხარისხიანი პოსტებისთვის, იმისათვის, რომ უბრალოდ არ დააკოპიროთ კონტენტი, დაგჭირდებათ გარკვეული ზოგადი ფილოსოფიური პრინციპების ცოდნა, ან ინდუსტრიისთვის სპეციფიური ინფორმაციის ქონა.

შესაბამისად, ამ არეალშიც ბევრად დიდ უპირატესობას ნახავთ თუ მოახერხებთ, რომ გარკვეული ბაზა შეიქმნათ ამა თუ იმ საკითხთა ერთობლიობაზე.

გაზიარება :