ბრენდირება: პრობლემები & უპირატესობები
23 იანვარი 2022     3058

ბრენდირება: პრობლემები & უპირატესობები

ყოველ ორგანიზაციას აქვს თავისი ბრენდი. ზოგი მათგანი ხვდება ბრენდის თანმიმდევრულობის/კონსისტენტურობის მნიშვნელობას და მის ძალას მიზნებთან, აუდიენციასთან და ორგანიზაციის მისიასთან მიმართებაში.


ბრენდის კონსისტენტურობა, დეფინიცია

Mightycitizen-ის მიხედვით ბრენდი არის ორგანიზაციის წევრების მიმართება და დამოკიდებულება სამყაროს მიმართ ისევე როგორც მათი ადგილის მასში. ბრენდის მხოლოდ ლოგოდ, ფერებად და საკვანძო ფრაზებად აღქმა არა მარტო ზედაპირულია არამედ არასწორიც.

მაგალითად, Facebook-ის ბრენდის მთავარი მახასიათებლები არაა მხოლოდ ლურჯი ფერი, დიდი F, მესენჯერი და ა.შ. მათი მიდგომა ხალხის მიმართ, მათი ისეთი მიზნები როგორიცაა ყველა საქციელის მონეტარიზაცია, მათ მიერ ეთიკური სტანდარტების უარყოფა, ყველა მათი ბრენდის ნაწილია.

თქვენი ორგანიზაცია ერთობლივი სამყაროს ნაწილია, არა მხოლოდ ბიზნეს სამყაროსი. არ არსებობს ცალკეული სტანდარტები რომლებიც მხოლოდ ამ სფეროს ეხება. ისევე როგორც ჯგუფური მუშაობა არ ნიშნავს რომ ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ იმ ორგანიზაციაზე რომელშიც ვმუშაობთ.





რა თქმაუ უნდა ძალაინ ბევრი კომპანია არაეთიკურია და ჩვენ ძალაში არაა მათი მთლიანად შეცვლა, ეს არ ნიშნავს რომ მათი ბრალეულობა მაინც და მაინც ჩვენზე გადმოდის. ჩვენ ეს გვეხება იმ შემთხვევაში როდესაც თითოეული ჩვენთაგანი იღებს იმავე გადაწყვეტილებებს რასაც ორგანიზაცია, არ აპროსტესტებს უსამართლო გადაწყვეტილებებს, ა.შ.

ნებისმიერი მიზანმიმართული ორგანიზაციის მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს რომ ნებისმიერი თქვენი ინტერაქცია აუდიენციის წევრებთან (მომხმარებლებთან, დონორებთან, სტუდენტებთან, ა.შ) დაფუძნებულია თქვენს გათავისებულ მესიჯებზე, იმ ღირებულებეზე, რომლებსაც თქვენ პატივს სცემთ და რომლების გაღვივებაც გინდათ საზოგადოებაში.

ეს შეიძლება უტოპიურად ჟღერდეს თუმცა ერთადერთი მიზეზი რატომაც ეს ასეა არის ის ფაქტი რომ ინდივიდუალური ადამიანები, ყოველ-დღე, უარს ამბობენ მსგავსი სტანდარტების გამოხატვაზე, მანიფესტირებაზე.


პრობლემები



სამი ძირითადი პრობლემაა, ბრიანნა მარტინის (Martini) მიხედვით, რომელიც კონსისტენტურ ბრენდირებას რთულს ხდის:


1. კომპლექსური ორგანიზაციული სტრუქტურა

ხშირ შემთხვევებში, ორგანიზაციები სტრუქტურულად ზედმეტად ჩახლართულბი ხდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბიუროკრატიულ პრობლემებთან გვაქვს. უამრავი ქვეგანყოფილება, ქვედანაყოფი და შვილობილი კომპანიებია, რომლებიც ერთსა და იმავე ბრენდს იზიარებენ, რაც რთულს ხდის მიზანმიმართულობის შენარჩუნებას.

ამხელა აუდიენციით, ხალხით, ფიზიკური შენობებით, კომუნიკაციით, და სხვადასხვა მიზნებით, ერთი, საერთო ბრენდული იდენტობის ფორმულირება საგრძნობლად რთული ხდება - მითუმეტეს როცა ეს ეხება მთლიან გუნდს (მიმწოდებლებს & მოიჯარეებს).


2. დეცენტრალიზირებული გადაწყვეტილებები

სხვადასხვა დაწესებულებებს, რომლებისგანაც შეიძლება შედგებოდეს თქვენი ორგანიზაცია, აქვთ სხვადასხვა მიზნები, საქმიანობა და ზოგადი მისია. ყოველი ჯგუფის ერთ იდენტობაში მოქცევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუნდაც გამოკვლევების და კომპრომისების ხარჯზე (თუმცა ეს უკანასკნელი ცუდი იდეაა). რომც, თქვენმა ორგანიზაციამ მოახერხოს ბრენდის იდენტობის კონკრეტული ენით გამოხატვა, შიდა ჯგუფების ამაში დარწმუნება დაუსრულებელი საქმეა.





3. გაუგებრობა აუდიენციასთან მიმართებაში

ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ორგანიზაციები ზედმეტად გვიან ამჩნევენ, არის აუდიენციის მახასიათებლების არცოდნა. უარეს შემთხვევებში - მათი არცერთ პერიოდში საერთოდ არ ცოდნა. ზემოთნახსენები მიზანი განწირულია თუ თქვენ არ იცით ვის მიმართავთ (ანუ არ გაქვთ ზოგადი მონახაზი მათ ინტერესებზე, სურვილებზე, სტანდარტებზე, ა.შ).


გამოყენებითი უპირატესობები



1. ბრენდის კონსისტენტურობა ნდობას აყალიბებს


ბრენდის კონსისტენტურობა ზრდის ნდობას, იმის გათვალისწინებით რომ, ყოველ ნაბიჯზე, თქვენი აუდიენცია გრძნობს რომ მიზანმიმართულა და დაკვირვებულად დგამთ მას; შესამჩნევია პროფესიონალიზმი და მაღალი დონის ადმინისტრირება. ეს მიანიშნებს თქვენს აუდიენციას რომ თქვენ დახარჯეთ დრო, რესურსები და ინტელექტუალური საშუალებები იმისთვის რომ დამაჯერებელი მესიჯი წარუდგინოთ სამყაროს.

არაკონსისტენტურობამ კი შესაძლოა, პირიქით, ძალიან მალე დაგიკარგოთ ნდობა. თუ თქვენი მომხმარებელი იბნევა სხვადასხვა მესიჯების გამო დიდი შანსია ეს უარყოფით დამოკიდებულებაში გადაიზარდოს რაც რთული გადასალახავია.





2. ბრენდის კონსისტენტურობა უფრო ცნობადს გხდით

ბრენდის კონსისტენტურობა ამცირებს ე.წ "კოგნისტურ დატვირთვას" (cognitive strain). კონგიტური დატვირთვა გარკვეულ სიტუაციებში პრობლემური ხდება თუ ზედმეტად რთულდება ამა თუ იმ ფუნქციის გათავისება, შეტყობინების გაგება, ა.შ.

კოგნიტური დატვირთვის ნაკლებობა ასევე ზრდის იმის შანს რომ თქვენი მესიჯი იქნება გასაგები.


3. ბრენდის კონსისტენტურობა ხდის გუნდურობას უფრო ეფექტურს

თქვენს ორგანიზაციას, თუ ის საკმარისად დიდია, დიდი ალბათობით, აქვს რამდენიმე კვეთა თქვენს აუდიენციასთან. რაც იმას ნიშნავს რომ ის ადამიანებიც კი რომლებიც არ ხმარობენ თქვენს ვებ გვერდს აქტიურად, რამდენჯერმე ხვდებიან თქვენს ბრენდს.

ეს კი ითვალისწინებს, რომ რაც ნაკლები რესურსი იქნება საჭირო თქვენი კონტენტის მოსახმარად მით უფრო ეფექტური იქნება თითოეული (საშუალო) ინტერაქცია.





შეჯამება

რაც უფრო კონსისტენტურია თქვენი ბრენდი და მესინჯინგი მით უკეთესად ოპერირებს თქვენი ორგანიზაცია და უფრო დიდი შანსია რომ სწორედ ისეთი ადამიანები (მომხმარებლებიც და თანამშრომლებიც) მიიზიდოთ რომლებსაც გამოადგებათ თქვენი ორგანიზაცია.

მოკლედ, ამგვარი მიდგომის გარეშე თქვენ ხდებით ნაკლებად სანდო, უფრო სუსტი network გაქვთ, უფრო სუსტი პრინციპებიც და ზოგადად ნაკლებად ღირებული კომპანია.

იკა

იკა