კრიპტო-ვალუტის რეგულაციები და საფრთხეები
20 იანვარი 2022     2612

კრიპტო-ვალუტის რეგულაციები და საფრთხეები


აშშ-ს სამართლის დეპარტამენტმა დაიწყო კრიმინალური გამოძიება Bitcoin-ის ფასის პოტენციურ მანიპულაციასთან დაკავშირებით. იმის გათვალიწინებით რომ ეს ბაზრები არ არის რეგულირებადი ისინი წარმოადგენენ საშიშროებას არაეთიკური საქციელების მხრივ. კონკრეტულად არიან შეძლებული ტრეიდერები, რომლებიც პროექტში ინვესტირებას ბაბლის (bubble) შექმნის მიზნით იწყებენ; როგორც კი ხალხიც იწყებს სერიოზულ ინვესტიციას მათ პროექტში ისინი მალევე ტოვებენ პროექტს და უჩინარდებიან.

მაგ: "Squid Game-ის" სახელით ცოტა ხნის წინ წამოიწყო პროექტი, რომელიც $2,856-დან $0.0008-მდე დაეცა 5 წუთში! ამ პრაქტიკას უკვე თავისი სახელი აქვს: "Rug-pull." ყველაზე დიდი სკამი ამ პროექტთან დაკავშირებით კი იყო დამატებით ის ფაქტი, რომ ინვესტორებს არ შეეძლოთ თანხის გამოტანა არცერთ პერიოდში. სერიალის სცენარიდან გამომდინარე ასეთი დასასრული საკმაოდ ირონიულია.

ასეთი ტრენდები მაკრო დონეზეც ჩანს Bitcoin-ის ისტორიაში. მაგალითად, ბოლო რამდენიმე თვის განვმალობაში Bitcoin-ი ჯერ $1,000-დან $16,000-მდე ავიდა მერე კი ისევ $7,000-მდე ჩამოვიდა. რაც დიდი ალბათობით იმაზე მიუთითებს რომ სპეკულატორებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც სწრაფი მოგება აინტერესებთ, ხოლო გრძელვადიანი პროექტი მეათეხარისხოვანია. სხვა სიტყვებით, ისინი ქმნიან ბაბლს რომ მის პიკში გამოიტანონ ფული და შემდეგ ჩაძირონ პროექტი.



გამოძიება

გამოძიება ისეთ ტრადიციულად არალეგალურ პრაქტიკებს ეხება, რომლებიც ფასებს ცვლიან - მაგ: Spoofing (არასანდრო წყაროს სანდოდ გასაღება), ან ბაზარის ავსება ყალბი შეკვეთებით იმისთვის რომ ხალხმა ჩათვალოს ისინი სიგნალებად; შესაბამისად დაიწყონ ყიდვა ან გაყიდვა. ფედერალური პროკურორები თანამშრომლობენ საქონლის მომავლის გაცვლის კომისიასთან (Commodity Futures Trading Commission), რომლის მოვალეობებში შედის Bitcoin-ის მეთვალყურეობაც.

ადმინისტრაცია ღელავს იმის შესახებ რომ კრიპტო-ვალუტა თავისთავად უფრო დიდ რისკს შეიცავს ვიდრე სხვა ტიპის გაცვლითი სისტემები რეგულაციების არარსებობის გამო; ამას ემატება ხშირი მერყეობა ფასში, რომელიც შესაძლებელია ხელოვნურად იყოს გამოწვეული სხვადასხვა სიგნალების გაყალბებით.

Bitcoin-ის რეაქცია ამ ინფორმაციაზე ბუნებრივია უარყოფითი იყო რის გამოც 3%-ით დაეცა; ზოგადად 4 მაისის პიკის შემდეგ 20%-იანი ვარდნაა დაფიქსირებული.



მსგავსმა პრობლემებმა და საფრთხეებმა ჩინეთს მიაღებინა გადაწყვეტილება კრიპტო-ვალუტის გაცვლის აკრძალვის შესახებ; იაპონია და ფილიპინები ამის მაგივრად ცდილობენ მათ რეგულაციას რამაც $8,000 ქვევით ვარდნა გამოიწვია.

ამის მიუხედავად Bitcoin-ს მაინც ყავს თავისი ფანები, პრეს-კონფერენციებზე მოსიარულე ლოიალისტები და ვარსკვლავების გამოხმაურებები. რაც უფრო და უფრო დიდ ინტერესს იწვევს Wall Street-ისგან.



Spoofing-ის გარდა სამართლის დეპარტამენტი აკვირდება wash trading-საც. პირველისგან განსხვავებით ეს უკანასკნელი ქმნის ისეთ ილუზიას რომ მარკეტი პოპულარულია საკუთარ თავთან ტრეიდინგით. პროკურორები ამ განხრით Bitcoin-ს & Ether-საც ამოწმებენ.

გამოძიება პირველ ეტაპებზეა და წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის მცდელობას რომ გააკონტროლოს ის პროცესები რომლებიც წამოწყებულია ბანკების და სახელმწიფოს უგულებელმყოფი ტრეიდერების მიერ. მაგრამ თუ პროკურორები მოახერხებენ რაიმე პროლემური დეტალის შემჩნევას მათ ექნებათ საშუალება რომ სანქციები დაუწესონ ამა თუ იმ ბაზარს, კომპანიას, პირს, ა.შ.


სამიზნე თაღლითობაზე

ნელ-ნელა უფრო და უფრო ცხადი ხდება რომ მსგავსი საშიშროებები პოტენციურად ზღუდავს ინდუსტრიის ზრდას, რადგან ბევრი ინვესტორი უფრო ფრთხილად უდგება მას. თუმცა ამავდროულად რეგულაციები აძლევენ საშუალებას ისეთ ინვესტორებს რომლებიც მნიშვნელოვნად დამოკიდებულები არიან საკუთარ ინვესტიციებზე, რომ ასე თუ ისე დაზღვეულები იყვნენ ამ საკითხში.

აქედან გამომდინარე Bitcoin-ი შესაძლოა ბევრად დაცული და მყარი პროექტი გახდეს (განსაკუთრებით მათთვის ვინც უკვე შეძლებული არაა) და მისცეს ინვესტორებს საშუალება რომ უფრო თავდაჯერებულად ჩადონ ინვესტიციები სხვადასხვა პროექტებში.

იკა

იკა