blog

რა პლიუსები აქვთ ბლოგებს?

გარკვეული ონლაინ ბიზნესებისათვის ბლოგ პოსტების ხშირად დადება საკმაოდ მნიშვნელოვანია . ეს განპირობებულია მრავალი ფაქტორით - ჩვენ კი რამდენიმეს აქ განვიხილავთ, იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ რომელიმეს გათვალისწინება იმ შემთხვევაში თუ თვითონ იყენებთ ვებსაიტების ამ ფუნქციას, ან აპირებთ რომ გამოიყენოთ.\


ზოგადად, ხალხს არ მოსწონს ბლოგების წერა იმიტომ რომ ზოგადად წერა ერთულებათ ან უჭირთ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი ჯობს დაბალი ხარისხის ბლოგ პოსტების დაწეროთ ვიდრე საერთოდ არ სცადოთ. რა თქმა უნდა, დაბალ ხარისხში არ ვგულისხმობთ არასანდო ინფორმაციის გავრცელებას; უბრალოდ იმას რომ არაა საჭირო წერა ძალიან კარგად იცოდეთ ამ საქმისთვის. 


თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ დროთა განვმალობაში მსგავსი პოსტების დადება დაგეხმარებათ უკეთ წერაში. ყველა მედიუმს სხვადასხვა თავისებურებები აქვს. იშვიათად, რომ ადამინი 2-3 თვის შემდეგ ანალოგიური ხარისხის, ან უარეს ბლოგებს წერდეს, თუ ამ საკითხს სერიოზულად უდგება. 



უპირატესობა #1 საკვანძო სიტყვები და ფრაზები


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა SEO-ს მხრივ გვხვდება. ბლოგ პოსტების წარმოადგენენ ერთგვარ საშუალებას რომ შეარჩიოთ ზუსტად ის საკვანძო სიტყვები ან ფრაზები რომლებიც თქვენი ბიზნესისთვის რელევანტურია. ეს საკითხი კარგად უნდა გამოიძიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიოთ სტრატეგია. თუ თქვენ კონკრეტულ სფეროში, ვერ ხვდებით საიდან დაიწყოთ შეგიძლიათ თქვენს კონკურენტებს დააკვირდეთ. 


ეს ასპექტი განსაკუთრებით ხელსაყრელია როდესაც გარკვეული საკვანძო სიტყვა ან ფრაზა დროებით ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ასეთ სიტუაციაში შესაძლებელია საკმაოდ დიდი ტრაფიკის მიზიდვა. დამატებით, შეეცადეთ გამოიყენოთ სპეციფიური სიტყვები და ფრაზები, ზოგადი ტერმინების გამოყენება, როგორც წესი, ნაკლებად ეფექტურია. 


რაც შეეხება უშუალოდ SEO-ს, ის უამრავ სხვადასხვა პარამეტრს ითვალისწინებს. ზუსტად ამიტომ, ჩვენ შევქმენით ავტომატიზირებული პლატფორმა mySEO რომელიც რეპორტებს გაწვდით თქვენი საიტის SEO-ს პრობლემებზე.



დეკორატიული







ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ბლოგი სამიზნო აუდიტორიასთან კომუნიკაციაზე. ამჯერად ყურადღება გვსურს გავამახვილოთ სხვადასხვა გზებზე რომლებითაც შეიძლება ხალხთან ურთიერთობის ჩამოყალიბება. ბლოგები შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თქვენი საინფორმაციო წყარო, ასევე იდეების მიწოდების მედიუმი, ან გარკვეულ ღირებულებებზე გამახვილების საშუალება. შესაბამისად, უფრო მარტივი ხდება იმ ადამიანების დაინტერესება რომლებიც იზიარებენ ამ ღირებულებებს, ან რომლებიც დაინტრიგებულები არიან თქვენი იდეებით. 


თან, მომხმარებლებს აძლევთ მიზეზს რის გამოც შესაძლოა დაუბრუნდნენ თქვენ ვებსაიტს. ზუსტად ასე იქმენა გარკვეული ციკლი, რომლითაც მოახერხებთ დამატებითი ადამიენების დაინტერესებას ან მათთან შედარებით ახლო პროფესიონალური ურთიერთობის დაჭერას. 


არაა საჭირო მუდმივა ერთსა და იმავე თემაზე წერა. შეგიძლიათ საერთოდ არარელევანტურ თემებზეც დაწეროთ პერიოდულად ბლოგები (თუმცა აქ ხაზი უნდა გაესვას პერიოდულად-ს). 



უპირატესობა #3 ინფორმაციის მიღება


თუ ბლოგების წერას და ანალიზს გარკვეულ დროს დაუთმობთ მალევე მიხვდებით რომ ის ინფორმაცია, რომელსაც თქვენი ბლგოების გასაუმჯობესებლად ეძებთ, თქვენთვითონვე გადგებათ. ვებ კვლევები უფრო და უფრო დიდი სიხშირით გვხვდება განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განვმალობაში; ეს კი გაძლევთ საშუალებას თქვენი მიდგომები უკვე ნაცად მეთოდებზე დააფუძნოთ. 


ახლახანს, ჩვენ myGO-ზე და Server1-ზე ორი კვლევის მიმოხილვა დავპოსტეთ. ერთი ეხება კონკრეტულად ხელმისაწვდომობას მეორე კი უფრო ზოგად შეცდომებს რომლებსაც ვებსაიტების მფლობელები უშვებენ. ასეთი ტიპის კვლევების მოძიება დაგეხმარებათ მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების, შეცდომების და იდეების უკეთ შესწავლაში. 



უპირატესობა #4 სოციალური მედია


არაა საჭირო იმაზე საუბარი რომ ონლაინ ბიზნესის პოპულარიზაციაში სოციალურ მედიას ხშირად დიდი წვლილი შეაქვს. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია თქვენი ბლოგ პოსტები ან გამოაქვეყნოთ რომელიმე პლატფორმაზე ან გადააკეთოთ სოციალური მედიის პოსტად. ბუნებრივია, ყველა პლატფორმას თავისებური სტილი შეესაბამება ამიტომ პოსტების გადაკოპირებასთან ერთად ჯობს სტილით გარკვეულ წილად ცვალოთ (თუ რაიმე უნივერსალური შაბლონი არ გაქვთ მოფიქრებული). 



დეკორაცია



უპირატესობა #5 პოზიტიური რეპუტაცია


თუ თქვენი სამიზნო აუდიტორიის წევრებს თქვენზე კარგი შთაბეჭდილება დარჩებათ, თუ ჩათვლიან რომ გესმისთ რაზეც საუბრობთ, ან საინტერესო ინფორმაციას დებთ თქვენს პლატფორმებზე, მაშინ დიდი შანსია რომ ეს ყველაფერი თქვენი პროდუქციის ან სერვისების რეპუტაციაზეც აისახოს. 


დამატებით, ეს გაძლევთ შანსს რომ სხვადასხვა ინდივიდები მიიზიდოთ იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ ორგანიზაციაში ხალხის აყვანას. 



უპირატესობა #6 ხშირად დასმული კითხვები


გარკვეულ ინდურსტრიებში ხშირად ვაწყდებით ერთსა და იმავე კითხვებს ან მოთხოვნებს. ბლოგები მარტივი საშუალება რომ გარკვეული ინსტრუქციები ან მითითებები დეტალურად განუმარტოთ იმ ინდივიდებს რომლებსაც მსგავსი კითხვები უჩნდებათ. როდესაც ინსტრუქცია ზუსტად მომხმარებლის მოთხოვნაზე და ამას თქვენ მთლიან ბლოგში აღწერთ ეს, თითქმის ყოველთვის, უადვილებს მომხმარებელს საქმეს და ტოვებს სასიამოვნო შთაბეჭდილებას მასზე. 



ლეპტოპი



უპირატესობა #7 შიდა ან გარე კავშირები


თუ თქვენ რამდენიმე ონლაინ ბიზნესს ფლობთ ბლოგები გაძლევთ საშუალებას რომ ერთი საიტი მეორეზე გადალინკოთ და მომხმარებელს რამდენიმე პოტენციური სერვისი გააცნოთ. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივად უნდა გააკეთოთ, ლინკი იქ უნდა იყოს სადაც რელევანტურია მისი დართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩება რომ თქვენ რაღაცის მიყიდვას ცდილობთ. 



უპირატესობა #8 პროექტების გაზიარება


თუ ამის გაკეთება საინტერესოა თქვენი აუდიტორიის გარკვეული ფრაგმენტებისთვის, შეგიძლიათ ბლოგ პოსტები დადოთ თქვენს ამჟამინდელ ან ძველ პროექტებზე. მოკლედ გაანალიზოთ, მიმოიხილოთ ან აღნიშნოთ სხვა რაიმე საყურადღებო დეტალები. 


ეს აძლევს თქვენს აუდიტორიას საშუალებას იცოდნენ თუ რითი ხართ დაკავებულები, თქვენ კი გექნებათ დამატებითი ხელსაწყოები რომ მათ უფრო დაუახლოვდეთ, დარჩეთ აქტიურები და პოტენციური ახალი მომხმარებლებიც მიიზიდოთ. 


გაზიარება :